|
2016-07-11 15:41:17, 991 ნახვა
პოლიტიკა
ანგარიშის თანახმად, პარლამენტის 27 დეპუტატს გასულ წელს სესიაზე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპარლამენტო მონიტორინგის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის წლიური შეფასება უკვე მესამედ წარადგინა. ანგარიში საქართველოს პარლამენტის 2015 წლის საქმიანობას ეხება და საქართველოს პარლამენტის მიერ გასულ წელს განხორციელებულ საკანონმდებლო საქმიანობის შეფასებას, საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას, პარლამენტის კომიტეტების და ცალკეულ პარლამენტის წევრთა საქმიანობის შეფასებას მოიცავს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს პარლამენტში 27 დეპუტატია, რომელსაც პარლამენტში, სასესიო პერიოდში, არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია. ასეთი დეპუტატები არიან: ვლადიმერ აჩბა, როლანდ ახალაია, გოდერძი ბუკია, კახა ბუცხრიკიძე, ვალერი გელაშვილი, კობა დავითაშვილი, დავით დარცმელიძე, ზურაბ ზვიადაური, ალექსანდრე თამაზაშვილი, გიორგი კარბელაშვილი, ზაზა კედელაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ალი მამედოვი, ენზელ მკოიანი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, ლევან ქარდავა, თამაზ ყაჭეიშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რევაზ შავლოხაშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, სერგო ხაბულიანი, როსტომ ხალვაში, თენგიზ ხუბულური, ვიქტორ ჯაფარიძე და თამაზ ჯაფარიძე. 2015 წლის სხდომებზე სიტყვით გამოსვლების რაოდენობით პირველ ადგილზეა დეპუტატი ეკა ბესელია (113 გამოსვლა), ხოლო მას მოჰყვებიან ხათუნა გოგორიშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი 112-112 გამოსვლით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)