|
2016-07-10 17:37:14, 743 ნახვა
საზოგადოება
სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები საქართველოს 33 სოფელში ტარდება
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა“ ახალი პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ დაიწყო. კორბოულში გამართულ ერთ-ერთ ასეთ ტრენინგს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგის გავლა 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს 8 რეგიონის 33 სოფელში ნებისმიერ მაცხოვრებელს შეუძლია. ტრენინგების ჩასატარებლად საზოგადოებრივი ცენტრები გამოიყენება, რომლებიც სოფლად უნიკალურ ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობას იძლევა. დღეს საქართველოში უკვე 34 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს, 35-ე ცენტრს სოფელ არხილოსკალოში იუსტიციის მინისტრი 20 ივლისს გახსნის. ამასთან, სხვადასხვა სოფელში 10 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ტრენინგების მიზანი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რეგიონის მცხოვრებთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობაა. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს და შეძლებენ, უკეთ ისარგებლონ საკუთარი უფლებებით და სახელმწიფო სერვისებით, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პროცესებში. ტრენინგის მონაწილეები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: სამართალი და ადამიანის უფლებები, კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები, რა არის ევროკავშირი, რა არის დისკრიმინაცია, ეფექტიანი კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, დროის მართვა, პროექტის მართვა და პროექტის წერა. სწავლების თემატიკა სოფლად მცხოვრებთა ინტერესების და საჭიროების გათვალისწინებით შეირჩა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა ორიენტირებული. იუსტიციისსასწავლო ცენტრის ამ პროგრამაში 1101 პირი ჩაერთო. ტრენინგში მონაწილეობისათვის მათ რეგისტრაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე უკვე გაიარეს. მათ შორის არის 797 ქალი და 251 მამაკაცი, ასაკი კი 18-იდან 65 წლამდეა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)