|
2016-07-09 18:02:02, 575 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს ვარშავის დეკლარაცია: ნატო გაზრდის საქართველოს მხარდაჭერას
ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვარშავის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც დეკლარაციაშია ნათქვამი, ნატო გაზრდის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერას და გააგრძელებს მოლდოვის რესპუბლიკის დახმარებას. “ჩვენ გვჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. ნატო გაზრდის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერას და გააგრძელებს მოლდოვის რესპუბლიკის დახმარებას. ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობას პარტნიორებთან შავი და ბალტიის ზღვების რეგიონებში და დასავლეთ ბალკანეთში. ასევე შევინარჩუნებთ ჩვენს მნიშვნელოვან ოპერაციას კოსოვოში”, - ნათქვამია ვარშავის დეკლარაციაში. ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს ღია კარის პოლიტიკისადმი მხარდაჭერას. “ჩვენ ერთგული ვრჩებით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელმაც გააძლიერა ალიანსი და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანა. ველოდებით ჩვენი უახალესი წევრის, მონტენეგროს მიღებას ჩვენს საზოგადოებაში", -აღნიშნულია დოკუმენტში. ჩრდილატლანტიკური ალიანსის დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ ნატო უფრო უსაფრთხოა, როდესაც მისი მეზობლები უფრო სტაბილურები არიან. ნატო-ს მოკავშირეები პატივს მიაგებენ უსაფრთხოების უზრუნველყოფისას გარდაცვლილ და დაჭრილ სამხედროებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)