|
2016-07-09 18:04:46, 549 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრ სტეფან დიონს შეხვდა
ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრ სტეფან დიონს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისათვის, მათ შორის ხაზი გაუსვა კანადის წვლილს არსებითი პაკეტის ახალი ელემენტების იმპლემენტაციის პროცესში. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი, ამ კუთხით მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საინვესტიციო შეთანხმების დროულად გაფორმების მნიშვნელობას, ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობა. კანადამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. სხვა საკითხებთან ერთად მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)