|
2016-07-09 17:54:55, 557 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და "გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის" წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საგარეო უწყების ინფორმაციით, "გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფი" 2014 წელს უელსის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფი მიზნად ისახავს ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და განვითარებას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ალიანსმა გააერთიანა ხუთი ყველაზე თავსებადი ქვეყანა საქართველო, ავსტრალია, ფინეთი, შვედეთი, იორდანია. "გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის" შეხვედრას წელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინიც შეუერთდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცების გზები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტერორიზმთან ბრძოლას, საზღვაო უსაფრთხოებასა და არასტაბილური მდგომარეობით გამოწვეული მიგრაციის კრიზისს. შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და მიესალმა მოკავშირეების ძალისხმევას, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გათვალისწინებული სხვადასხვა პროექტების მეშვეობით, გაზარდონ პარტნიორი ქვეყნების თავდაცვითი და უსაფრთხოების შესაძლებლობები. "გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის" შეხვედრა ვარშავის ოპერის თეატრში, სამუშაო ვახშმის ფორმატში წარიმართა.
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)