|
2016-07-09 17:41:03, 525 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფაგლებში საქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩამოსვლას ვაპირებ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ეს საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშანი იქნება. "ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-ს მოკავშირეების წახალისებას საქართველოსადმი მხარადჭერისკენ. მე ვაპირებ საქართველოში ჩასვლას მიმდინარე წლის შემოდგომას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფაგლებში. ეს იქნება მკაფიო დადასტურება საქართველოს ტერიტორიული მთილიანობსია და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის", - განაცხადა სტოლტენბერგმა. გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს მიზანია, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარინობის გაძლიერებასა და ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში. “ჩვენ ასევე გავაძლიერებთ მხარდაჭერას აღმოსავლელ პარტნიორებთან. გუშინ გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც მიმართული იყო პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და დავეხმაროთ მას ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში. ჩვენს განცხადებაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყეტილებას და მხარს ვუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სწორედ ამიტომ ჩვენ განვახორციელეთ ყოველისმომცველი პაკეტის სხვადასხვა ელემენტი", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)