|
2016-07-09 16:56:34, 1200 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები რუსეთშია
პარლამენტის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დაიბრუნოს, რუსეთის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს და ნატო-ში შესვლაზე უარი თქვას. როგორც "ექსპრესნიუსს" დეპუტატმა განუცხადა, ვარშავის სამიტზე საქართველო ნატოს არანაირად არ დაახლოებია და ეს მორიგი "დაბოლების" მცდელობა იყო. "მე ვარშავის სამიტზე არანაირი მოლოდინი არ მქონდა, რომ ნატო-ს რამენაირად დავუახლოვდებოდით. ეს იყო კიდევ ერთი "დაბოლების" მცდელობა. ჯონ კერის ვიზიტიც ამას ემსახურებოდა. მან ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან შეკრიბა პროდასავლური ადამიანები და ისეთი შთაბეჭდილება შემქნა, რომ ქვეყანაში მხოლოდ დასავლეთზე მეოცნებები ადამიანები ცხოვრობენ და პროდასავლურ პარტიებში მსჯელობა მხოლოდ იმაზე მიდის ცოცხით შეიძლება გაუპატიურება თუ არა. ამ დროს უნდათ იგნორირება გაუკეთონ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომელსაც მოწყინდა რუსეთისა და ამერიკის მონობა და სურს ყავდეს მის მიერ კონტროლირებადი მთავრობა და თუ მოსახლეობა მოინდომებს მიიღებს კიდეც ასეთ ხელისუფლებას. ჩვენს პარტიას მიაჩნია, რომ უნდა ამოვდიოდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან და ეს ინტერესია ვიყოთ დამოუკიდებელი, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, დავიცვათ ჩვენი რელიგია და ტრადიციები და ამ მიზნების მისაღწევად ვისთანაც არის საჭირო ყველასთან უნდა ვითანამშრომლობთ. მათ შორის, რა თქმა უნდა რუსეთთან. რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ჩვენ ვერანაირად ვერ აღვადგენთ ქვეყნის ერთიანობას, რაც არ უნდა ბევრი მემორანდუმები გავაფორმოთ. რადგანაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები რუსეთშია, უნდა დავიწყოთ ჩრდილოელ მეზობელთან მოლაპარაკებები მათივე ინტერესების გათვალისწინებით. მოლაპარაკებას აქვს ორი მხარე. არ შეიძლება მოლაპარაკებები დაიწყო და თან ცდილობდე ამ ქვეყნის გამოწვევას. ჩვენ საბოლოოდ უნდა განვსაზღვროთ რა გვინდა და რა შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ გავიღოთ. თუ გვინდა ტერიტორიების დაბრუნება უნდა გავითვალისწინოთ რუსეთიც და მაგალითად, უარი ვთქვათ ნატო-ში შესვლაზე. მით უმეტეს, ისედაც ვერ შევდივართ. რა თქმა უნდა, რუსეთთმაც უნდა გადადგას თანმხვედრი ნაბიჯები, იგივე ხელი შეუწყოს კონფლიქტის რეგიონში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას. თუნდაც მვთუხლართები მოხსნან, შეწყდნეს ადამიანების გატაცება, იგივე ოთხოზორიას მკვლელობა არ არის გამოძიებული, ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ უნდა მიდიოდეს რუსეთში და ა.შ. აი, ამ გზით უნდა წავიდეთ ჩვენ", - განაცხადა მეჭიაურმა.
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)