15:51 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 14:59:01, 626 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი მაიკლ ფელონს შეხვდა

პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანს მაიკლ ფელონს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა ბრიტანელ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში დამატებითი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების ცნობით, ახლო მომავალში ბრიტანელი ოფიცერი თბილისში ნატოს ძირითად გუნდს შეუერთდება და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის მუშაობაში ჩაერთვება.

თავის მხრივ, მაიკლ ფელონმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლონდონში დაგეგმილ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების შეკრებაზე მიიწვია და აღნიშნა, რომ პარტნიორები დაინტერესებულები არიან სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობითა და ქართული მხარის გამოცდილების გაზიარებით, განსაკუთრებით კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ინციდენტზე ჩატარებული გამოძიების კონტექსტში. ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რაც პარტნიორების მხრიდან უმაღლეს შეფასებას იმსახურებს და ერთგვარ მაგალითად იქცა.

საუბარი შეეხო საქართველოში ნოემბერში დაგეგმილ ერთობლივ სწავლებასაც. თინათინ ხიდაშელმა ბრიტანელ კოლეგას სთხოვა, რომ „Noble Partner“-ის გამოცდილების გათვალისწინებით, სადაც ბრიტანელმა სამხედროებმა ამერიკელებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს, მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებაში ბრიტანელი სამხედროები ჩაერთონ და სწავლების წარმატებით განხორციელებაში აქტიური წვლილი შეიტანონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics