15:51 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 14:30:29, 605 ნახვა

პოლიტიკა
ედგარს რინკევიჩსი: საქართველოს გზა ნატო-სკენ შეუქცევადია

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, საქართველოს გზა ნატო-სკენ შეუქცევადია, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მინისტრის თქმით, საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ბევრს მიაღწია და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მაგალითი აჩვენა

“მნიშვნელოვანია დაწყებული რეფორმების გაგრძელება. მომავალი საპარლამენტო არჩევნები უნდა გახდეს საქართველოს დემოკრატიის სიმწიფის მორიგი მტიცებულება. მიგვაჩნია, რომ რეფორმების ეფექტიანობისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა იმსახურებს აღიარებას. ლატვიას მიაჩნია, რომ საქართველოს ნატო-სკენ გზა შეუქცევადია”, - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა. 

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რინკევიჩსმა ვარშავის სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღო. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნილი, სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს, ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელების შესახებ ანგარიში დაამტკიცეს. სხდომის მონაწილეები მიესალმნენ საქართველოს მიღწევებს და განიხილეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გზები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics