21:21 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 14:23:28, 943 ნახვა

რეგიონი
მესტიის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გასინჯვები და ოპერაციები ჩაუტარდა

სამი დღის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გასინჯვები და ოპერაციები ჩაუტარდა.

სამედიცინო აქცია მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

სამი დღის განმავლობაში, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურებას რესპუბლიკური საავადმყოფოს წამყვანი ექიმ-სპეციალისტები უწევდნენ. მრავალპროფილური სამედიცინო აქციის ფარგლებში, ოფთალმოლოგს კონსულტაციისთვის მიმართა 125-მაპაციენტმა. ჩატარდა კატარაქტის 12 და რქოვანადან უცხო სხეულის ამოღების 2 ოპერაცია. გინეკოლოგის კონსულტაციითა და კოლპოსკოპიით ისარგებლა 33-მა ადამიანმა. კარდიოლოგს კონსულტაციისთვის მიმართა 120-მა პაციენტმა, ამდენივეს ჩაუტარდა ექოკარდიოსკოპია. გასტროენტეროლოგის კონსულტაცია გაეწია 31  პირს, ენდოკრინოლოგის – 57-ს, ნევროლოგის – 45-ს, თერაპევტის –  41-ს, ოტორინოლარინგოლოგის –114-ს, ყბა–სახის ქირურგის – 12-ს, უროლოგის კი 26 ადამიანს.

აქციის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა სახის ინსტრუმენტული კვლევა, მათ შორის - 48 რენტგენოგრაფია, 90 ექოსკოპია, 16 გასტროსკოპია და 2 კოლონოსკოპია. სამედიცინო აქციის ფარგლებში, პაციენტებს ოპერაციებიც გაუკეთდათ. სამი დღის განმავლობაში, ჩატარდა ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომიის  2, თიაქარკვეთის 2 და ცისტოლითოტომიის 1 ოპერაცია.

მრავალპროფილური სამედიცინო აქციის ფარგლებში, პაციენტებს მედიკამენტები დაურიგდათ. დანიშნულების შესაბამისი 20 დასახელების, 18735.40 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქტი "ჰუმანითი ჯორჯიამ"  მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უსასყიდლოდ გადასცა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics