|
2015-03-04 12:22:28, 427 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა, მაგრამ უამრავი გამოსაძიებელი საქმეა დარჩენილი
„ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა უკვე, მაგრამ დარჩენილია უამრავი საქმე გამოსაძიებელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე, ძალიან ბევრი საქმე იქნა გამოძიებული საქართველოს პროკურატურის მიერ. ძალიან ბევრ მოქალაქეს აღუდგა დარღვეული უფლებები, ეს იქნება ქონებრივი უფლებები თუ სხვა სახის, რომელიც დარღვეული იქნა წინა ხელისუფლების დროს. ძალიან მაღალია ინტერესი და მოლოდინი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით, ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა უკვე, მაგრამ დარჩენილია უამრავი საქმე გამოსაძიებელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის საქმეს მოემსახურება. „ ორი წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ჩვენ დავიწყეთ საქმეები დახარისხება, კერძოდ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო ათასობით განაცხადის შესწავლა, მათი სისტემატიზაცია, რა თქმა უნდა ამ პროცესში მონაწილეობას ღებულობდა ეკონომიკის სამინისტრო და ყველა ის უწყება, რომელიც დაკავშირებული იყო ამ საქმეების შესწავლაში. ჩვენ მართლაც არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია მუშაობა ამ მიმართულებით და დღეს უკვე გვაქვს ახალი სტრუქტურა მთავარ პროკურატურაში და გვაქვს შექმნილი დეპარტამენტი, რომელიც სწორედ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის საქმეს მოემსახურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)