14:07 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 17:10:46, 512 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ვამუშავებთ სტრატეგიას, თუ როგორ გავხადოთ მსოფლიო და საქართველო უფრო უსაფრთხო ადგილი

"აქ ვართ მეგობრებთან ერთად და ვამუშავებთ სტრატეგიას, თუ როგორ გავხადოთ მსოფლიო, შავი ზღვა და საქართველო უფრო უსაფრთხო ადგილი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამიტზე  შესვლამდე განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  NATO-ს გენერალური მდივნის და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალმების ოფიციალური ცერემონია, გაიმართება, რის შემდეგაც დელეგაციის ხელმძღვანელები ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ.

ვარშავის სამიტის ფარგლებში, დღეს პირველად გაიმართება NATO -საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.

პრეზიდენტი დღეს, სამიტის ფარგლებში, ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

 ასევე დაგეგმილია  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ნიდერლანდების  და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და თავდაცვის მინისტრის შეხვედრა აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან.

საქართველოს პრეზიდენტი დღის ბოლოს სამუშაო სადილს დაესწრება, რომელიც NATO -ს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics