|
2016-07-08 14:11:38, 1457 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში შიიტურ მავზოლეუმზე თავდასხმას 35-მდე ადამიანი ემსხვერპლა
ბაღდადში შიიტურ მავზოლეუმზე თავდასხმას 35-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი ki 50-ს აღემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მუჰამედ იბნ ალი ალ-ჰადის მავზოლეუმთან თავი აიფეთქა. აფეთქების შემდეგ რამდენიმე შეიარაღებული პირი მავზოლეუმში შეიჭრა და იქ მყოფ ხალხს ცეცხლის გაუხსნა. მედია საშუალების იფნორმაციით, მოგვაინებით, კიდევ ერთმა თავდამსხმელმა მომლოცველთა შორის აიფეთქა თავი, მესამემ კი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება ვერ მოასწრო და ის სამარტალდამცველმა მოკლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს ერაყის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებს 292 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 200-მდე მძიმედ დაშავდა. ტერაქტის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა მუჰამედ გაბანმა თანამდებობა დატოვა. ცნობისთვის, ტერაქტთან დაკავშირებით სამდღიანი გლოვა იყო გამოცხადებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)