|
2016-07-06 17:02:25, 645 ნახვა
პოლიტიკა
კერი: 72 საათი ჯობს, ვიდრე არაფერი, მაგრამ ძალისხმევას არ ვიშურებთ, დისკუსიები ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის პროცესში გადავიყვანოთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ქვეყნის ტერიტორიაზე 72 საათის განმავლობაში „სამშვიდობო რეჟიმის“ ამოქმედების შესახებ, სირიის არმიის განცხადებას გამოეხმაურა. "სირიის არმიის მხრიდან მთელი გულით მივესალმებით აღნიშნულ დეკლარაციას, 72 საათიან ცეცხლის შეწყვეტას რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავად და იმედი გვაქვს, აღნიშნულ მოთხოვნას პატივს სცემს ყველა მხარე, ამ თემაზე მიდიოდა განხილვები სპეციალური ფორმატის ჩარჩოებში და იმედი გვაქვს, აღნიშნული დისკუსია ნაყოფის მომტანი იქნება. ჩვენ ჩართულები ვართ ასევე დისკუსიების პროცესში სხვადასხვა მხარის მონაწილეობით, რუსეთის მხარის მონაწილეობით, რომელიც ეხება აღნიშნული ცეცხლის შეწყვეტის გაფართოებას. 72 საათი საკმარისია? პაუხი მარტივია-არა. 72 საათი ჯობს, ვიდრე არაფერი, მაგრამ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა აღნიშნული დისკუსიები გადავიყვანოთ ხანგრძლივი, რეალური, აღსრულებადი ანგარიშვალდებული ცეცხლის შეწყვეტის პროცესში, რომელიც შეცვლის ადგილზე არსებულ დინამიკას, რომელიც მისცემს საშუალებას, შესაბამის დონეზე ჟენევაში ჩატარდეს მოლაპარაკებები, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, რათა მან ჩაანაცვლოს სამხედრო მოქმედებები. პროგნოზებს ვერ გავახმოვანებ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება, თუმცაღა აღნიშნული ჩვენი მიზანი იყო, ამის მისაღწევად აქტიურად ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ, 72 საათი იქნება თავისებურად მომასწავებელი იმ შესაძლებლობების, რომელიც მომავალში მოგვეცემა",-განაცხადა ჯონ კერიმ.
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)