|
2016-07-06 15:33:59, 576 ნახვა
პოლიტიკა
ჯონ კერი: ჩვენ ვაღიარებთ თქვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რადგანაც კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვაღიარებთ თქვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს“, - ამ სიტყვებით დაიწყო აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა. ჯონ კერის განმარტებით, ამერიკის მთავრობა ამაყობს საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილით და კარგად ესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა. „ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით აშშ-ის წვლილი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა სრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა თავდაცვა,"–განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის 25 წლიანი თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებს და პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებს. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დღის წესრიგი ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ კერიმ ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და აღნიშნეს ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ნატო-ს ვარშავის სამიტისგან ელოდება ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული პროგრესის აღიარებას. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიმდინარე რეფორმები. ხაზი გაესვა რეფორმების პროცესში აშშ-ს ჩართულობის როლს. საუბარი შეეხო 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მისი თავისუფალ, გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯონ კერის საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების გამოხატულებად შეაფასა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)