|
2016-07-06 13:14:21, 599 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია ჰოლანდიაში მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. როგორც ცნობილია, ჰოლანდია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ყვავილების სასათბურე მეურნეობების განვითარების მიმართულებით მსოფლიოში წამყვან პოზიციას იკავებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრები კომპანია „ლანსის“ სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ, სადაც 52 ჰა-ზე სხვადასხვა ჯიშის პომიდვრის წარმოება მიმდინარეობს. პროდუქციის ექსპორტი ევროპის ქვეყნებში ხორციელდება. უწყების ინფორმაციით, ქართული დელეგაციის წევრები კომპანიის „ჰოგენდორნი“ სათაო ოფისში, სასათბურე მეურნეობის ავტომატიზებული სისტემების ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნენ. უმსხვილესი კომპანია „ჰოგენდორნი“ მომხმარებელს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სთავაზობს სასათბურე მეურნეობების ავტომატიზებული სისტემების დანერგვისა და ექსპლუატაციის მიმართულებით სწვალების მომსახურებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანია რამდენიმე წელია თანამშრომლობს ქართველ პარტნიორებთან, მზადაა საქართველოში მომსახურების არეალი გააფართოოს და მომხმარებელს უახლესი ტექნოლოგიები შესთავაზოს ქართველ პარტნიორებს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სასათბურე მეურნეობების ტექნოლოგიებისა და კონსტრუქციების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიაში „კიუბო“ სათბურის კონსტრუქციების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და შესაბამისად, საქართველოსთვის ამ მიმართულებით ჰოლანდიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)