|
2016-07-06 13:07:00, 598 ნახვა
პოლიტიკა
ჯონ კერი საქართველოშია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ს დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობისა და აქტიური თანამშრომლობის. „დარწმუნებული ვარ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული ვიზიტი და შეხვედრა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის და ჩვენ დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ყოველწლიურად ღრმავდება ყველა იმ მიმართულებით, რომელსაც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს. ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სახელმწიფო მდივანს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ექნება, რის შემდეგაც გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ის სახელწმიფო მდივანი ჯონ კერი უხელმძღვანელებენ. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ქვეყნის პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)