11:01 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 12:06:35, 552 ნახვა

პოლიტიკა
სოხუმში ოპოზიციამ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადა

სოხუმში ოპოზიციამ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზიი" იუწყება. 

მედია საშუალების იფნრომაციით, ასობით დემონსტრანტი ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას გადადგომას ითხოვს.

საპროტესტო აქცის მონაწილეებმა სამინისტროს ჭიშკრის შემტვრევა შეძლეს და უწყების წინ მდებარე ეზოში შეიჭრნენ. როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, ძიაპშბას გადადგომამდე არ დაიშლებიან.

მედის ცნობით, ოპოზიცია არაღიარებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადომას უსაფრთხოების მდგომარეობის მხრივ ვითარების გაურესების გამო ითხოვს. გარდა ამისა საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 10 ივლისს დაგეგმილ რეფრენდუმში მონაწილეობასთან დაკავშირებული მათი უფლებები ირღვევა.

ცნობისთვის, აფხაზეთში 10 ივლისს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. ოპოზიცია აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და კენჭისყრის შემოდგომაზე გადატანას ითხოვს, რაზეც ე.წ. მთავრობა უარს აცხადებს.

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ოპოზიცია ვითარების დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა.

“ოპოზიცია რეფერენდუმის ჩაშლაზე მიდის, რადგან მისი შესაძლო შედეგები არ გაამართლებს მისი ინიციატორების იმედებს”, - განაცხადა ხაჯიმბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი მიტინგის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics