|
2016-07-06 11:16:58, 571 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებისა და მსჯელობის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება, ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დავტოვო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და ახალ ამპლუაში განვაგრძო ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში ყოფნა. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის თავმდომარის პოსტის დატოვების შემდეგ, აქტიურად ჩავერთვები „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად, წინასაარჩევნო პროცესებში, რათა გაგრძელდეს წინსვლა და განვითარება, რომელიც საქართველოში და აჭარაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო. მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის. მადლობა თქვენ ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისათვის, მადლობა ჩემი გუნდის წევრებს და ყველა საჯარო მოხელეს დაუღალავი შრომისთვის", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. წარმატებას ვუსურვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალ თავმჯდომარეს ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძის შემცვლელად საქართველოს ელჩი ყაზახეთში, ზურაბ პატარიძე სახელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)