23:57 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 11:07:30, 629 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილმა მუსლიმ პატიმრებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მუსლიმ მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

მინისტრმა მათ მშვიდობა და წარმატებები უსურვა და  აღნიშნა, რომ საქართველოში ყოველთვის  მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყნის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

„გულითადად ვიზიარებ თითოეული მუსლიმი პატიმრის სიხარულს, რომელიც უკავშირდება რამადან ბაირამის დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, თქვენს ოჯახებთან და ძვირფას ადამიანებთან დაბრუნებას.   ისლამური რელიგია წარმოადგენს საქართველოს ისტორიისა და მრავალფეროვანი კულტურის განუყოფელ ნაწილს და დარწმუნებული ვარ, მომავალში გექნებათ შესაძლებლობა, განაგრძოთ საკუთარი წვლილის შეტანა მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საზოგადოების განვითარების საქმეში“, -განაცხადა  კახა კახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics