15:43 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 18:29:20, 961 ნახვა

სამართალი
დიდუბის რაიონში ხის განზრახ დაზიანების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა

წერეთლის  N55-ში ფოთლოვანი ხის განზრახ დაზიანების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს დიდუბის რაიონის გამგეობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლებმა.

მოსახლეობის განცხადებით, ხე გახმობის მიზნით სპეციალურად არის დაზიანებული. ხე-მცენარეს ფესვიდან 1.50 სანტიმეტრის სიმაღლეზე, 23 სანტიმეტრის სიგანით შემოცლილი აქვს ქერქი. მცენარის გადასარჩენად სპეციალისტების მხრიდან ყველა შესაძლო ღონისძიება გატარდება.

ადგილზე იმყოფებოდნენ  დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, გამგეობის გამწვანების სპეციალისტი და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილების თანამშრომლები.

ანალოგიური შემთხვევა დიღმის ტყე-პარკში 4 თვის წინ დაფიქსირდა, შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, დაზიანებული ფოთლოვანი ხეების გადარჩენა მოხერხდა.

თბილისის მერიამ მცენარის განზრახ დაზიანების ფაქტის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics