|
2016-07-05 16:30:11, 692 ნახვა
პოლიტიკა
”თავისუფალმა დემოკრატებმა” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
“ირაკლი ალასანია - თავისუფალმა დემოკრატებმა” დღეს, Rooms Hotel Tbilis-ში, თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. კანდიდატები საზოგადოებას პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა. თბილისში ”თავისუფალი დემოკარტების” კანდიდატები იქნებიან: N1 მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქი- კოკა ფრუიძე; N2 ვაკის მაჟორიტარული ოლქი-ვიქტორ დოლიძე; N3 ვაკის მაჟორიტარული ოლქი-გიორგი ნუცუბიძე; N4 საბურთალოს მაჟორიტარული ოლქი- ალექსი პეტრიაშვილი; N5 საბურთალოს მაჟორიტარული ოლქი-დავით ონოფრიშვილი; N6 საბურთალოს მაჟორიტარული ოლქი-შალვა შავგულიძე; N7 კრწანისის მაჟორიტარული ოლქი-დიმიტრი კორთხონჯია; N8 ისნის მაჟორიტარული ოლქი- თენგიზ ხეჩიკაშვილი; N10 ისნის მაჟორიტარული ოლქი-გიორგი გოგილაშვილი; N11 სამგორის მაჟორიტარული ოლქი-ნონა თოდუა; N12 სამგორის მაჟორიტარული ოლქი-ბესო ბერიძე; N14 ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქი-დავით ამაშუკელი; N15 დიდუბის მაჟორიტარული ოლქი-ზურაბ აბაშიძე; N16 დიდუბის მაჟორიტარული ოლქი-ლევან სამუშია; N17 ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი-ლევან მელიქია; N18 ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი-ზეზვა ნაცვლიშვილი; N19 ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი-რამაზ გრიგალაშვილი; N21 გლდანის მაჟორიტარული ოლქი-ამირან გიგუაშვილი; N22 გლდანის მაჟორიტარული ოლქი-ვახტანგ მაჭავარიანი. დღესვე, პარტიის საარჩევნო გზავნილის და ახალი ლოგოტიპის პრეზენტაცია გაიმართა. “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” მთავარი გზავნილია: “უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება!” რაც შეეხება პარტიის ახალ სიმბოლიკას, პარტიის წარმომადგენლებმა ახალი ლოგო ძველი ფერებით წარმოადგინეს. ლოგოზე გამოსახულია გრიფონი, რომელიც სიბრძნის, გამჭრიახობის, ძლევამოსილების, ძალაუფლების და თავდაჯერებულობის სიმბოლოა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)