|
2016-07-05 16:20:55, 637 ნახვა
პოლიტიკა
კანდელაკი: სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობისთვის ვიწრო პარტიული ინტერესი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ჩვენი მთავრობისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვიწრო პარტიული ინტერესი ვიდრე ქვეყნის ინტერესი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კანდელაკმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ არა თუ არ გამოიყენა ეს შანსი, არამედ იმუშავა ამ შანსის წინააღმდეგ. "ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოიცავს 56 ქვეყანას, მათ შორის შეერტებულ შტატებს, ცენტრალური აზიის ქვეყნებს. ამხელა მასშტაბის და დონის ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლის მეორე ტურში გასვლა და ასეთი მცირე სხვაობით დამარცხება არის უკვე უდიდესი წარმატება საქართველოსთვის. ეს იყო შანსი საქართველოსთვის, რათა ამხელა საერთაშორისო დონეზე მთელი სიმწვავით დამდგარიყო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, როგორიც არის დევნილთა დაბრუნება და სუვერენიტეტის საკითხები. აღსანიშნვია, რომ დეპუტატების გარკვეულმა რაოდენობამ, რომლებმაც გუშინ წინასწარი ხმის მიცემის დროს ყველამ გიგი წერეთელს დაუჭირა მხარი, სამწუხაროდ ასამბლეის დატოვება მოუწიათ და მეორე ტურში მონაწილეობა ვერ მიიღეს. დასანანია, გიგი წერეთელი იყო შანსი საქართველოსთვის, რომ ჩვენი პრობლემები საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს დონეზე დამდგარიყო. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ არა თუ არ გამოიყენა ეს შანსი, არამედ იმუშავა ამ შანსის წინააღმდეგ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)