|
2016-07-05 11:14:20, 893 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძემ სამთავრობო კომისიების მუშაობა შეაფასა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამთავრობო კომისიების მუშაობა შეაფასა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შერეული სამთავრობო კომისიები აჭარის მთავრობის უწყებებში სხვადასხვა მიმართულებით პრობლემური საკითხების შესწავლისა და რეკომენდაციების გაცემის მიზნით უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კომისიები ცალკეული პრობლემების მიხედვით ეტაპობრივად ყალიბდება და არის ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული. ცნობისთვის, კომისიების დასკვნების დაფუძველზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაერთი სოციალური პრობლემის მოგვარება მოხდა. ბათუმის საკრებულოს მიერ ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება გონიოს მიწების შესახებ 2010 წლის დოკუმენტის ბათილად ცნობის შესახებ, სწორედ შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე იქნა მიღებული. აჭარის მთავრობის ძალისხმევით, 271 გონიოელს მიწის საკუთრებაში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცა. 2012-2016 წლებში სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო კომისიის მიერ 1732 ოჯახს გაეწია დახმარება, ხოლო 213 ოჯახს გადაეცა ბინა. მნიშვნელოვანი შედეგია 2014-2016 წლებში ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემის გადაჭრა - 196 ოჯახს სახცოვრებელი ფართი დაუკანონდა ე.წ სამხედრო ბინებში. სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, შუახევში, 2015 წელს 300 000 ლარის კომპენსაცია გაიცა სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია 1989 წლის 19 აპრილის სტიიქიის შედეგად დაზარლებულ წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობისთვის გაწეული დახმარება. აჭარის მთავრობის მუშაობის შედეგად 25 წელიწადზე მეტ ხანს დაკონსერვებული პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრა და 200-ზე მეტი ოჯახისთვის ბათუმში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. სოციალური მიმართულებით ღონისძიებების ხელშესაწყობად შექმნილი შერეული სამთავრობო კომისიები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას. ხშირ შემთხვევაში, არსებული კომისიები არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით წარმოადგენენ ერთგვარ შუამავალ რგოლს სხვადასხვა პრობლემური საკითხების გადაჭრაში.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)