|
2016-07-04 13:54:30, 703 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: არ არის გამორიცხული, რომ წერეთლის კანდიდატურაზე EPP-სა და რუსეთს შორის გარკვეული გარიგება შედგა
„აგრამუნტის ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, გიგი წერეთლის კანდიდატურაზე არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული გარიგება შედგა ევროპის სახალხო პარტიასა და რუსეთს შორის“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა. „თქვენ იცით, რომ EPP-ის ერთ-ერთი ლიდერი აგრამუნტი ახლახანს იმყოფებოდა მოსკოვში, იქიდან ჩამოვიდა თბილისში. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელებთან, ოპოზიციასთანაც ჰქონდა შეხვედრა. არა როგორც"ევროპის სახალხო პარტიის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, არამედ როგორც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა. მან დააფიქსირა, რომ რუსეთის მონაწილეობა ევროპის საპარალმენტო ასამბლეის მუშაობაში უნდა განახლდეს, გარკვეული შეზღუდვები უნდა მოეხსნას“,-განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა. გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, იგივე მოუწოდა ეუთოში საქართველოს დელეგატებს. რაც შეეხება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, ისინი წერეთლის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)