|
2016-07-04 13:07:56, 627 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: როგორც კი სააკაშვილი ქართველი სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდება, ჩატაევის საქმეს გამოვიძიებთ
ჩატაევის თემასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მის გათავისუფლებამდე მქონდა კითხვები, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიამი აჰმედ ჩატაევის საქმეს. წულუკიანის თქმით, დისკუსია კარგად, თუმცა როდესაც საქმე სახელმწიფოს უსაფრთხოებას ეხება, მეტისმეტი ენაწყლიანობა ქვეყანას ვნებს. „მქონდა კითხვები, ამიტომ მის გათავისუფლებას მივიჩნევდი ნაადრევად, თუმცა მთავარი პროკურორის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იმ კონკრეტულ იარაღის უკანონო ტარების საქმეზე, რომელშიც მას ბრალი ედებოდა, ყოფილიყო მოხსნილი. ამ თემებზე დისკუსია კარგია, მაგრამ აუცილებელია, რომ არასდროს დაგვავიწყდეს როდესაც საქმე ეხება პანკისს, სახელმწიფო უწყებებს, უსაფრთხოებას, ან თუნდაც სახელმწიფო საიდუმლოებებს, საიდუმლო აგენტების თემებს, აქ დისკუსია კარგია, მაგრამ მეტისმეტი ენაწყლიანობა ვნებს ქვეყანას“, - განაცხადა წულუკიანმა. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე გია ლორთქიფანიძე, მოიაზრებოდნენ, როგორც ჩატაევის ქვეყანაში შემომყვანები უკრაინიდან. „ერთადერთი რამ, რაც საჯაროდ შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ არსებობდა კითხვები, რადგან პრეზიდენტი, ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე ლორთქიფანიძე მოიაზრებოდნენ, როგორც ჩატაევის ქვეყანაში შემომყვანები უკრაინიდან. მას იყენებდნენ სხვადასხვა მათთვის საინტერესო თემებზე და როდესაც, რაღაც არ მოეწონათ, ჩასვევს ციხეში. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ანალიზი ვაკეთოთ ამ თემებზე, მაგრამ გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგან სახელმწიფოს ინტერესი პირველ ადგილზეა. როგორც კი მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდება ქართველი სამართალდამცველების ხელში, ეს საქმე გამოძიებული იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)