06:55 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-03 10:38:50, 1085 ნახვა

სამართალი
შსს-ს მეკავშირე ოფიცერი ნატოს ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი, ქართველი მეკავშირე-ოფიცერი პაპუნა დავითაია ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაციაში - „აქტიურ ძალისხმევა“ მონაწილეობისათვის ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა კლაივ ჯონსტონმა მედლით დააჯილდოვა.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაციის ამოცანაა ხმელთაშუა ზღვაში, ჰიბლარტარის სრუტესა და მის მიმდებარე საზღვაო სივრცეში ტერორისტული აქტების განხორციელების ნებისმიერი მცდელობის პრევენცია, გამოვლენა და აღმოფხვრა.

ცნობისთვის, ქართველი მეკავშირე-ოფიცერი ნატო-ს მუდმივმოქმედ შენაერთში 2014 წლიდან მსახურობს. ანტიტერორისტულ ოპერაციაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ნეაპოლის საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბმა 2010 წლის 28 აპრილს მოაწერეს ხელი.

ნატო-ს მუდმივმოქმედ შენაერთში ალიანსის პარტნიორი ქვეყნებიდან მეკავშირე-ოფიცრის განთავსება უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებაზეა ორიენტირებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics