|
2016-07-02 15:09:23, 696 ნახვა
პოლიტიკა
კოვალიოვი: ჩატაევი რუსეთისთვის დროულად რომ გადაეცათ, ათათურქის აეროპორტში ტერაქტის აცილება შესაძლებელი იქნებოდა
აჰმედ ჩატაევი რუსეთისთვის დროულად რომ გადაეცათ, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტის აცილება შესაძლებელი იქნებოდა, - ამის შესახებ რუსული დელეგაციის თავმჯდომარემ ნიკოლაი კოვალიოვმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებტან განაცხადა. კოვალიოვის თქმით, რუსეთი ჩატაევის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა, თუმცა ამაოდ. „ახლა ყველა თავის გამოსვლაში თურქეთს უსამძიმრებს მომხდარი ტერაქტის გამო, რაც სწორია. ჩვენც ვუთანაგრძნობთ, რადგან ის რაც მოხდა, საშინელებაა. თუმცა მოდით ობიექტურად შევხედოთ იმას, რაც ხდება. მოხდა კი შემდეგი: რუსეთი ტერაქტის ორგანიზატორის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა. ავსტრიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ რუსულ ბანაკებში წამების შედეგად ხელი დაკარგა - ეს საკმარისი აღმოჩნდა მისი ლტოლვილად აღიარებისთვის. ამის შემდეგ ის ავსტრიის ტერიტორიაზე დააკავეს, ავსტრიამ ისევ უარი თქვა მის გადმოცემაზე, შემდეგ დააკავეს უკრაინაში, თანაც იარაღით, თუმცა ის უდანაშაულოდ ცნეს და გადასცეს საქართველოს, რის შემდეგ ის თურქეთში აღმოჩნდა“, - განაცხადა კოვალიოვმა. ამასთან, კოვალიოვი ჟურნალისტების შენიშვნას დაეთანხმა, რომ აჰმედ ჩატაევის ბრალეულობა ტერაქტის ორგანიზებაში ოფიციალურად დადასტურებული არ არის. გარდა ამისა, კოვალიოვმა ჟურნალისტებს მოუწოდა, სიტუაციაში ობიექტურად გაერკვიონ. „მოდით, დავამყაროთ თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში მაინც. ის, რომ პოლიტიკური ამბიციების გამო ამ სფეროში თანამშრომლობაზე უარი ვთქვით, არის ევროპის კოლოსალური სტრატეგიული შეცდომა, რომელიც ახალ მსხვერპლს გამოიწვევს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რუსეთი ტერორისტის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა. ჩვენ გვქონდა ყველა შესაძლებლობა სტამბოლში მომხდარი ტერაქტის ასაცილებლად. საჭირო იყო მხოლოდ თანამშრომლობა“, - განაცხადა რუსული დელეგაციის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის წევრებიც ესწრებიან.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)