|
2016-07-02 11:24:16, 690 ნახვა
საზოგადოება
გიორგი აბაშიშვილმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსი ბარბაქაძე, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და 1993 წლის 2 ივლისს დაბა ტამიშთან ბრძოლის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. „1993 წლის 2 ივნისს აფხაზეთის ომის დროს მოხდა ტამიშის დესანტირება. პირველად რუსეთის შეიარაღებული ძალები ღიად ჩაერივნენ სამხედრო კონფლიქტში და რუსეთის ფლოტის მეშვეობით მოახდინეს ტამიშის მონაკვეთზე დესანტირება. საქართველოს სამხედრო ისტორიაში ეს მოვლენა ტამიშის დესანტის სახელით არის შესული. დღეს, სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, მოვედით, რათა პატივი მივაგოთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი გასწირეს სამშობლოსათვის",- აღნიშნა ალექსი ბარბაქაძე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)