|
2016-07-01 19:06:06, 625 ნახვა
საზოგადოება
ლევან კობიაშვილი ქვემო ნატანების საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
სოფელ ქვემო ნატანების საზოგადოებრივ ცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირთან, ალექსანდრე იაშვილთან და ნიკოლოზ ჯღარკავასთან ერთად ადგილობრივ ბავშვთა გუნდებს შეხვდა. სტუმრებმა ქართული ფეხბურთის განვითარების პერსპექტივაზე და ბავშვთა ფეხბურთის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან კობიაშვილმა ბავშვებს საჩუქრები გადასცა, ავტოგრაფები დაურიგა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების პირველ ოფიციალურ მატჩზე დაპატიჟა, რომელიც 5 სექტემბერს დინამო არენაზე, ავსტრიის წინააღმდეგ გაიმართება. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
NS
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)