|
2016-07-01 18:23:55, 712 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლში „არტთერაპიის პროგრამა მოზარდებისთვის“ დასრულდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში საგრანტო პროექტის - „არტთერაპიის პროგრამა მოზარდებისთვის“ დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე 70-მდე ნამუშევარი გამოიფინა. პროექტი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრმა” (GCRT) ჩაატარა. მასში მედიაციის სახლის 12-დან 18 წლამდე ასაკის 40 ბენეფიციარი ჩაერთო, რომლებმაც გამოფენაზე არტთერაპიის ფარგლებში სხვადასხვა ნამუშევარი (ხატვა, ძერწვა) წარმოადგინეს. საგრანტო პროექტის მიზანი არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაა. „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. აქ იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.
NS
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)