|
2016-07-01 16:03:01, 497 ნახვა
პოლიტიკა
"ეუთო-მ არათუ ვერ შეძლო რუსეთის აგრესიის შეჩერება, არამედ თავადაც აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიიდან განდევნილი"
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეუთო-მ ვერ მოახერხა 2008 წელს რუსეთის აგრესიის შეჩერება და თავად იქნა საქართველოდან განდევნილი. როგორც ეუთო-ს 25-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს დავით უსუფაშვილმა განაცხადა, დროა საერთაშორისო საზოგადოება დაფიქრდეს ეუთო-ს სამომავლო ტრანსფორმაციაზე, რათა იგი უსაფრთხოების და თანამშრომლობის მზარდ დეფიციტს უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს. "სწორედ ასე მივიღეთ ჰელსინკის პროცესიდან ჯერ კონფერენცია, შემდეგ ორგანიზაცია თავის საპარლამენტო ასამბელით. დროა, დავფიქრდეთ, თანამედროვე ეპოქამ ხომ არ მოიტანა ეუთო-ს შემდგომი ტრასფორმაციის აუცილებლობაც, რათა იგი უფრო ეფექტურად გაუმკვალდეს უსაფრთხოების და თანამშრომლობის მზარდ დეფიციტს. ამ მოსაზრებისკენ გვიბძგებს მაგალითად საქართველოს შემთხვევა. ეუთომ არათუ ვერ შეძლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის პრევენცია და მისი შეჩერება, არამედ თავადაც კი აღმოჩნდა განდევნილი საქართველოს ტერიტორიიდან. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ქართველების ეთნიკურ წმენდას თბილისიდან ეუთოს მისიის წმენდაც მოყვა", - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთო-მ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აღარ მიანიჭა სამშვიდობო ძალების სტატუსი, როგორც ეს საქართველოში წლების განმავლობაში ხდებოდა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)