|
2016-07-01 15:25:52, 537 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი: რუსული დელეგაციის მხარდაჭერა ჩემთვის მოულოდნელი იყო
„ვერ გეტყვით, თუ რა ტაქტიკური სვლაარუსული დელეგაციის მხრიდან, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა ეუთოს სესიის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რუსეთის დელეგაციის მხარდაჭერა განპირობებულია იმით, რომ ეუთოს საპარალამენტო ასამბლეის სესია საქართველოში ტარდება. „მათი მხარდაჭერა ჩემთვის მოულოდნელი. ალბათ თვლიან, რომ სწორი პოლიტიკური სვლაა. სესიაზე ერთ-ერთი მთავარი თემები ტერიტორიული მთლინობა და ქვეყნის სუვერენიტეტია. სწორედ ამ საკითხებზე რუსეთთან ბევრი კამათი გვქონია. ჩვენი ქვეყნის ბევრი ტერიტორია არის ოკუპირებული და აქ გვაქვს პრინციპული პოზიცია. თუ კი კონსტრუქტივიზმი პოლიტიკაში ორმხრივია და ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან პოლიტიკის შეცვლის ნაბიჯებს, ჩვენც რა თქმა უნდა შესაბამისი ნაბიჯებით ვუპასუხებთ“,-განაცხადა წერეთელმა. მისივე თქმით, საქართველოს შესახებ რეზოლუცია არის დამადასტურებელი იმისა, თუ რა ხედვა აქვს საქართველოს ევროპული ოჯახის განვითარებაში. „პოლიტიკა უნდა ავაგოთ იმ პრინციპებზე თუ რისთვისაც ჩვენ აქ შევიკრიბეთ. ჩემთვის ყველანაირი პოლიტიკური თამაში მთავრდება იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა. გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, იგივე მოუწოდა ეუთოში საქართველოს დელეგატებს. რაც შეეხება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, ისინი წერეთლის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)