|
2016-06-30 09:29:29, 485 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მორიგი ტერორისტული აქტის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, თურქ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან უსაფრთხოების კუთხით, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. „კიდევ ერთხელ მინდა დავიწყო დღევანდელი სხდომა სამძიმარის გამოთქმით ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მიმართ, მართლა საშინელება მოხდა. მგონია, რომ კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან არა მხოლოდ მათთან თანამშრომლობისთვის და ალბათ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური კონტროლი იყოს, რომ ასეთი რაღაცები არ მოხდეს. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა მათ მიმართ გულწრფელი სამძიმარი. ტერორისტული აქტი არის საშინელება, ის არ ინდობს არც ეროვნებას, არც რელიგიას და არც ეროვნება და რელიგია გააჩნია ტერორიზმს. შეძრწუნებული ვართ ყველა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC სტამბოლის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, ტერაქტების სერიის შედეგად 239 ადამიანი დაშავდა. სტამბოლის გუბერნატორის ცნობით, დაღუპულთა შორის თურქეთის 23 მოქალაქე და 13 უცხოელია.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)