|
2016-06-29 23:27:13, 583 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოში მშვიდობიანად თანაარსებობს ქრისტიანული და მუსლიმანური სამყარო და ეს სამაგალითოა მთელი მსოფლიოსთვის“
„საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიწაზე მშვიდობიანად თანაარსებობს ქრისტიანული და მუსლიმანური სამყარო და ეს სამაგალითოა მთელი მსოფლიოსთვის“ - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მუსულმანური თემის წარმომადგენლებს. პრემიერმა მათ იფთარზე უმასპინძლა და მუსლიმანებისთვის გამორჩეული წმინდა თვე - რამაზანის თვე მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სამძიმარი თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. მისი თქმით, ტერორიზმი კაცობრიობის საერთო მტერია,რომელსაც არა აქვს ეროვნება და რელიგია. „სამწუხაროა, რომ დღეს მიწევს ასეთ უმძიმეს თემაზე საუბარი. ეს იყო უსასტიკესი შეტევა ჰუმანურობის წინააღმდეგ, ჩვენს მოძმე თურქეთში სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაიხოცნენ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ ლევენთ გუმრუქჩუს დღევანდელ დღეს ჩვენთანერთად ყოფნისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთიანობასა დამეგობრობას. ტერორიზმს არა გააჩნია არც ეროვნება, არც რელიგია და, სამწუხაროდ, არცსაზღვრები. დღეს მსოფლიო აღარ არის ისეთი უსაფრთხო, როგორიც იყო ცოტა ხნისწინ. ტერორიზმი ჩვენი საერთო მტერია და ჩვენ-ცივილიზებული კაცობრიობა ერთად უნდადავდგეთ, რომ ეს უმწვავესი გამოწვევა დავძლიოთ,"–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული დამუსლიმანური სამყაროს მშვიდობიან და მეგობრულ თანაარსებობას, რაც მისი თქმით, იშვიათიმოვლენაა მსოფლიოში. „საქართველოში ყოველთვის საამაყო იყო ჩვენი ძმობა და მეგობრობა, რაც მრავალ საუკუნოვან ტრადიციებს ემყარება. ტოლერანტობა და სიყვარული ერთმანეთის მიმართ გამჯდარია უკვე თაობებში და ამას ალტერნატივა არ გაჩნია მომავალი თაობებისთვისაც. საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიწაზე მშვიდობიანად თანაარსებობს ქრისტიანული და მუსლიმანური სამყარო,მათ შორის მუსლიმანური სამყაროს სხვადასხვა მიმდინარეობები და ეს მართლაც სამაგალითოა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ერთი მიწა გვზრდის, ერთი მიწის შვილები ვართ და ერთად უნდა ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელშიც ჩვენი შვილები და შვილთაშვილები ასევე ძმურად იქნებიან ერთმანეთის მიმართ, "–აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა მუსლიმანებს მოახლოებული დღესასწაული რამაზან–ბაირამი წინასწარ მიულოცა და მათ სულიერი სიმშვიდე და კეთილდღეობა უსურვა. პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ იფთარს თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოვლეთმურად მურატოვი დაესწრნენ.
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)