|
2016-06-28 10:19:18, 544 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო და რუსეთი პატიმრების ორმხრივ გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ
საქართველო და რუსეთი პატიმრების ორმხრივ გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველომ და რუსეთმა ერთობლივი ძალისხმევით შეძლო შეთანხმების მიღწევა პატიმრობაში მყოფი ორი ქვეყნის მოქალაქეების ორმხრივ გათავისუფლებაზე. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების კონსტრუქციული დიალოგი გაგრძელდება იმ მიმართულებით, სადაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში შესაძლებელია პროგრესი-ვაჭრობა, ტრანსპორტი და ჰუმანიტარული კონტაქტები. „ამ სფეროებში შედეგები აშკარაა. ამგვარად, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგად დაფიქსირდა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის შესამჩნევი ზრდა. რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორად და ღვინის პროდუქციის რეალიზების მთავარ ბაზრად. მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების დაგეგმილი კონტაქტები კიდევ უფრო გააძლიერებს რუსულ-ქართულ ეკონომიკურ ურთიერთობებს", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)