02:15 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 18:09:57, 572 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი მაჭავარიანის და დოლიძის დანიშვნას მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გუნდის შექმნას არ უკავშირებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ვანო მაჭავარიანის და ანა დოლიძის დანიშვნას პრეზიდენტი ადმინისტრაციასა და უშიშროების საბჭოში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გუნდის შექმნას არ უკავშირებს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც  ანა დოლიძის და ვანო მაჭავარიანის დანიშვნით, გაჩნდა მოსაზრება, რომ  პრეზიდენტი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის  გუნდს აყალიბებს.

„ის, რომ ჩვენთან  მუშაობენ განსაკუთრეებული კვალიფიკაციის ადამიანები  ეს შეეხება ქალბატონ ანასაც,  შეეხება ბატონ ვანოსაც ეს ეხება სხვა ძალიან მაღალი კვალიფიკაციის როგორც პოლიტიკურ ასევე  პოლიტიკური გამოვევების მქონე ადამიანებს.  ასევე პროფესიონალებს თავის სფეროში, რასაც მე ვხედავ ჩვენთან  ყველაზე მაღალი  კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები  არიან. ეს პროცესი კავშირშია ჩემს მიმდინარე  მანდატთან. პოლიტიკოსები არ ცხოვრობენ მხოლოდ არჩევნებისთვის. პოლიტიკოსები ცხოვრობენ იმისთვის, რომ   ის ვალდებულებები და მანდატი, რომელიც  მათ გააჩნიათ მაღალი კვალიფიკაციით განახორციელონ“,-განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics