02:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 10:44:35, 591 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსთან.

მათივე ინფორმაციით, მინისტრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ „თბილისის კონფერენციის" გახსნის ცერემონიაში. „თბილისის კონფერენციის" დაფუძნების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს 2015 წლის 14 აპრილს, თბილისში, საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას და საექსპერტო დახმარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან და სეიმის ვიცე-მარშალთან რიშარდ ტერლეცკისთან.

მიხეილ ჯანელიძე ასევე ეწვევა ვარშავის აჯანყების მუზეუმს და გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics