|
2016-06-25 14:39:47, 607 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქარაძე სამუშაო ვიზიტით ჟენევაში იმყოფება
ჟენევაში, გაეროს ჟენევის ოფისის ბიბლიოთეკის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული წიგნის ‘’Georgia’s European Ways’’ პრეზენტაცია გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიებას ჟენევაში აკრედიტებული დიპლომატური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ანალიტიკური კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ კრებულის გამოცემის მიზანზე, ასევე, საქართველოს ევროპული მისწრაფებებსა და პოლიტიკურ პერსპექტივებზე ისაუბრა. წიგნის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ კი სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ევროპული კულტურის იდენტობასა და განვითარების პარალელურ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება. წიგნის პრეზენტაციის დასასრულს დავით ბაქრაძემ ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორს მიხაელ მოლერს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა მიხაელ მოლერს საქართველოსა და გაეროს ჟენევის ოფისს შორის მიმდინარე ერთობლივი პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებულად აღინიშნა უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით მიმდინარე მოლაპარაკებები დღემდე რჩება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ, უმნიშვნელოვანეს ფორუმად. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული პროექტების ხელმისაწვდომობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის. დავით ბაქრაძემ ასევე შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან (კორეის მუდმივ წარმომადგენელი) ჩოი კიონგლისთან. მხარეებმა რეგიონში, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებილ ტერიოტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. დავით ბაქრაძემ განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მნიშვნელობას.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)