|
2016-06-25 11:46:42, 647 ნახვა
საზოგადოება
დათა ქაჯაია მსოფლიო ჩემპიონატზე შსს-ს კამპანიის - “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ლოგოთი მონაწილეობს
შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის Mia force-ის წევრმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახემ დათა ქაჯაიამ, რომელიც ძარიანი ავტომობილებით რბოლაში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, საკუთარ სარბოლო ავტომობილზე კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები განათავსა. შსს-ს ინფორმაციით, ძარიანი ავტომობილებით მსოფლიო ჩემპიონატი 11 ქვეყანაში მიმდინარეობს. დათა ქაჯაია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ამ ჩემპიონატში მონაწილეობს. ქართველი მრბოლელი, ტურნირის მე-6 ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ ათეულშია. TCR International-მა დათა ქაჯაიასთან დაკავშირებით, რეპორტაჟი მოამზადა. ჟურნალისტთან ინტერვიუში ქართველმა მრბოლელმა შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები - „ჩვენი გულისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)