|
2016-06-24 15:44:08, 546 ნახვა
საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე ამერიკელ მაგისტრანტ მოსამართლეს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკელი მაგისტრანტი მოსამართლე სუზან ლი ესტუმრა. შსს-ს ინფორმაციით, მოსამართლე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე წინასასამართლო პრობაციის სამსახურის საქართველოში დანერგვის თემაზე ისაუბრეს. აღნიშნული სამსახური აშშ-ს სისხლის სამართლის სისტემის შემადგენელია და სასამართლოს მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდის ბრალდებულის პიროვნებისა და იმ რისკების შესახებ, რომელიც თან ახლავს საზოგადოებაში მის შესაძლო დატოვებას წინასასამართლო ეტაპზე. ეს სამსახური აშშ-ში ასევე ახორციელებს შეფარდებული არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების აღსრულების ზედამხედველობას. მხარეებმა სისხლის სამართლის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)