|
2015-03-01 11:56:04, 7432 ნახვა
მსოფლიო კულტურა სამხედრო
მოსკოვში დღეს ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში გაიმართება
მოსკოვში ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში დღეს 15:00 საათზე დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით ცნობილია, რომ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის ოპოზიციის ლიდერებს 1-ელ მარტს ანტიკრიზისული აქცია ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა აღნიშნული აქცია გადაიდო. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიხაილ კასიანოვის თქმით, ოპოზიციის წევრებსა და ქალაქის მერს შორის შემდგარი მოლაპარაკებების შედეგად აღნიშნული აქციის დრო და ადგილი შეიცვალა. „ჩვენ მიერ დაანონსებული აქცია მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გადავდეთ და მოსკოვის მერთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ჩვენს აქციას ბორის ნემცოვის პატივსაცემად დაგეგმილი მარში ჩაანაცვლებს. ველით, რომ დღევანდელ მარშზე ათასობით ადამიანი შეიკრიბება, რომლებიც სოლიდარობას გამოუცხადებენ ბრძოლას უკეთესი ცხოვრებისათვის და ბრძოლას რუსეთის დემოკრატიისათვის“,-განაცხადა კასიანოვმა. შეგხსენებთ, რომ 27 თებერვალს, რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციი ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში ვასილევსკის დაღმართზე ექვსი გასროლით მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)