07:52 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 17:28:47, 1096 ნახვა

სამართალი
აფხაზეთის ე.წ სასამართლომ ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილს შინა პატიმრობა მიუსაჯა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა. "სპუტნიკ აბხაზიას" ცნობით, დე-ფაქტო აფხაზეთის სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივი სამხედრო პროკურატურის მოთხოვნა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ.

აფხაზეთის ე.წ პროკურორმა ადრუგა აგრბამ განაცხადა, რომ პატიმრობის შესახებ მოთხოვნა დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობის სახით წარუდგინა, მაგრამ სასამართლომ იგი არ გაითვალისწინა.

აფხაზეთის ე.წ ადმინისტრაციულ საძღვართან. 14:45 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულმა აფხაზმა მებაჟემ, ტყვარჩელის რაიონის მკვიდრმა, რაშიდ კანჯი-ოღლიმ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა გალის რაიონის მკვიდრი, 1985 წელს დაბადებული გიგა ზურაბის ძე ოთხოზორია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics