|
2016-06-22 10:01:42, 584 ნახვა
პოლიტიკა
ბრიჯიტ ბრინკი: მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ძალადობისგან და დაშინებისგან თავისუფალი
„მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ძალადობისგან და დაშინებისგან თავისუფალი“, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური გზა მედიაში აზრთა სხვადასხვაობის შენარჩუნებას ეფუძნება. ბრიჯიტ ბრინკმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე და სასამართლო სისტემის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „ჩვენი გზავნილი ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწარფებებს, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება ოქტომბრის არჩევნები როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრებმა, აღვნიშნეთ წინასაარჩევნო პერიოდის მნიშვნელობა, რომელიც თავისუფალია ძალადობისა და დაშინებისგან. მთავრობის უმთავრესი მოვალეობაა ამ შედეგის უზრუნველყოფა. შევამჩნიეთ, რომ კვლავ აქტუალურია „რუსთავი 2“-ის საქმე. საქართველოს ევროატლანტიკური გზა ეფუძნება მედიაში აზრთა სხვადასხვაობის შენარჩუნებას. ჩვენ ხაზი გავუსვით დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას ძლიერი დემოკრატიის განვითარებისთვის და მხარი დავუჭირეთ სასამართლო რეფორმის მესამე ფაზაზე გადასვლას. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კონსტრუქციულ მიდგომას და ტონს წინასაარჩევნო პერიოდში და მის მოწოდებას, რომ პოლიციამ უზრუნველყოს წესრიგი, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ჩვენი დელეგაცია საქართველოს დემოკრატიული რეფორმების დიდი ხნის მხარდამჭერია“,-განაცხადა ბრინკმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)