2016-06-21 18:41:22, 702 ნახვა
საზოგადოება
23:00 საათიდან სამშენებლო სამუშაოების გამო პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
დღეს 23:00 საათიდან სამშენებლო სამუშაოების გამო პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა ხვალ მოიხსნება და დილის 8 საათიდან საავტომობილო მოძრაობა გადაერთვება ახლადაშენებულ ესტაკადაზე, ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
დღეს 23:00 საათიდან სამშენებლო სამუშაოების გამო პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
შეზღუდვა მოიხსნება ხვალ, 08:00 საათიდან და საავტომობილო მოძრაობა გადაერთვება ახლადაშენებულ ესტაკადაზე, ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან