|
2016-06-20 17:25:51, 591 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა და ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოში ჯონ კერის მოსალოდნელ ვიზიტზე ისაუბრეს
თბილისში ხვალ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორების შეფასებებსა და რეკომენდაციებს, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი, მომავალი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს და მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, ასევე, მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალურ ჩართულობას. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება დემოკრატიული რეფორმების კურსის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ღია მმართველობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრების, მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის გაძლიერების ერთგულია. შეხვედრისას, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის მოსალოდნელ ვიზიტზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება იქნება. საუბრისას ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე რობერტ ბერშინსკი, ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)