|
2016-06-18 14:04:41, 634 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა. ამომრჩეველთან შეხვედრა დღეს საგარეჯოს ცენტრში გაიმართა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ადგილობრივებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და პრობლემების მოაგვარებას დაპირდა. „მთელს საქართველოში და საგარეჯოშიც, პრობლემა არის სამუშაო ადგილები. ამიტომ, დასაქმება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და პროგრამა მიმართული იქნება იმაზე, რომ ამოძრავდეს ეკონომიკა და დავასრულოთ ივანიშვილის უძრაობის ხანა. როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ავამუშავებთ ეკონომიკას, ხალხი დასაქმდება და ოჯახებს შემოსავალი გაუჩნდებათ. საგარეჯოში სერიოზული პრობლემაა წყალი და შიდა გზები. სწორედ ეს იქნება ჩვენი მთავარი სამუშაო ადგილზე, რომ რაც აწუხებს ადგილობრივ მცხოვრებლებს, ეს პრობლემები მოვაგვაროთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკეთსი ცხოვრება მოვიდეს საგარეჯოში და მთელ ქვეყანაში“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მაჟორიტარობის კანდიდატებს სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებშიც წარადგენს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)