|
2016-06-18 12:11:26, 664 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ველოდებით სადამკვირვებლო მისიას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 2016 წლის არჩევნები ყველაზე სამართლიანი იყოს
მოუთმენლად ველით სადამკვირვებლო მისიას, რათა უზრუნველვყოთ, 2016 წლის არჩევნები, როგორც ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი საქართველოს ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „წარსულში, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა ქვეყანაში დემოკრატიულობის დონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს სასამართლო სისტემის პოლიტიკური, ფინანსური და სხვა ტიპის გავლენებისაგან დასაცავად. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მოსამართლეები და პროკურორები უვადოდ ინიშნებიან და შიდა რეგულატორულ ზედამხედველობას ექვემდებარებიან. ასევე მტკიცედ გვწამს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების. „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე"-ს მონაცემებით, 2015 წელს საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანაა, ხოლო საქართველოს მაჩვენებლები ამ კუთხით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“, - აღნიშნა პრემიერმა. მისივე განცხადებით, გამოხატვის თავისუფლების მიმართ თავდადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წელს - ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. „2012 წლის შემდეგ, ჩვენ ჩავატარეთ თავისუფალი არჩევნები როგორც ადგილობრივ, ისე საპრეზიდენტო დონეზე. მოუთმენლად ველით სადამკვირვებლო მისიას, რათა უზრუნველვყოთ, 2016 წლის არჩევნები, როგორც ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი საქართველოს ისტორიაში. დემოკრატიული პროგრესი ქართველი ერის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაშია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)