|
2016-06-17 17:51:35, 545 ნახვა
პოლიტიკა
ჩიხრაძე: როცა პრეზიდენტი პრემიერს ელაპარაკება, ოპოზიცია ნერვიულობს, ხოლო როცა ოპოზიციას - ხელისუფლება
უცნაური ვითარებაა, როცა პრეზიდენტი პრემიერს ელაპარაკება, ოპოზიცია ნერვიულობს, ხოლო როცა ოპოზიციას - ხელისუფლება იწყებს ნერვიულობას, - ასე უპასუხა პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიგა ბოკერიას შეხვდა და პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება სთხოვა. ფიქრია ჩიხრაძეს განცხადებით, პრეზიდენტი ხვდება ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება და გარკვეული მოსაზრებების გაზიარება ენდომება. ”რაღაც უცნაური ვითარება არის შექმნილი, როცა პრეზიდენტი ელაპარაკება და კონსულტაციებს გადის პრემიერთან, ოპოზიცია იწყებს ნერვიულობას ამის თაობაზე, როცა ოპოზიციას ელაპარაკება, ხელისუფლება იწყებს ნერვიულობას. დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ჰქონდა შეხვედრა და ალბათ უნდა ინერვიულოს საპარლამენტო ოპოზიციამ, ან ისევ ხელისუფლებამ. ჩვეულებრივი რამ არის ეს, პრეზიდენტი ხვდება ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება და გარკვეული მოსაზრებების გაზიარება ენდომება. რაც შეეხება მერაბიშვილთან დაკავშირებულ თემას, იმ დღეს, როცა გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა, მე პირადად ვთქვი სიტყვა-სიტყვით ის, რაც შემდეგ გააგრძელა და განაცხადა ეკა მიშველაძემ და გამოვხატეთ პრეზიდენტის პოზიცია. ვთქვი ის, რაც მიშველაძემ თქვა. ჩვენ ამოვდივართ მხოლოდ ობიექტური ხედვიდან, ნურავინ ინერვიულებს ამის გამო. პრეზიდენტი იმის პრეზიდენტია, რომ ყველასთან ჰქონდეს ურთიერთობა, კონკრეტულ საქმეებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კანონიდან და იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე გადადგამს, რომელიც ქართული სახელმწიფოსთვის იქნება მნიშვნელოვანი. პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ეს საკმაოდ მძიმე საქმე აღმოჩნდა საქართველოსთვის და ყველა ის ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს სიმძიმე, თავისი გადაწყვეტილებებით პასუხი უნდა აგოს, რადგან მათ სერიოზული პრობლემები შეუქმნეს ქართულ სახელმწიფოს”, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაზე საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)