|
2016-06-17 17:46:42, 620 ნახვა
პოლიტიკა
ჩიხრაძე: NDI-ის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ის კითხვები დასვეს, რაზეც კითხვის ნიშნები არსებობდა
NDI-ის წარმომადგენლებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ძალიან სერიოზული შეხვედრა ჰქონდათ და ყველა ის შეკითხვა დასვეს, რაზეც გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომელიც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების და ორგანიზაციების აქტიურ დაკვირვებას იმიტომ ითხოვენ საარჩევნო პერიოდში, რომ მათი ხედვა არც წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ გვქონდა საინტერესო შეხვედრა NDI- ის წინასაარჩევნო მისიასთან. აქ შედგა ეს შეხვედრა პრეზიდენტის მონაწილეობით, ძალიან სერიოზული შეხვედრა იყო, მათ ყველა საკითხი, ყველა ის შეკითხვა დასვეს, რაზეც გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდა მისიას. ამ კითხვის ნიშნებიდან გამომდინარე, შეშფოთებები არის ასახული ანგარიშში და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების და ორგანიზაციების აქტიურ დაკვირვებას იმიტომ ვითხოვთ საარჩევნო პერიოდში, რომ მათი ხედვა არც წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ბევრი ისეთია, რაზეც ამდენი ხანია იყო მოთხოვნა და სურვილი, რომ ნაბიჯები გადაიდგას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს დრო იქნა გაშვებული. რას ვიზამთ, ეს რეალობა ეს არის რაც არის“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. შეგახსენებთ, რომ "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიში წინასაარჩევნო გარემოს შეეხებოდა და საარჩევნო ოლქების არასწორად განაწილებაზე იყო საუბარი. მათ შორის, სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაზე.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)